пятница, 18 июня 2010 г.

ბერკეტი

პროექტის სახელი ბერკეტი
პროექტის მოკლე აღწერა პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე შესაძლებელია გამოვიყენოთ სასწორი, სახაზავი და მისთვის შექმნილი ძელი.
პროექტის სრული აღწერა ბერკეტის შესაქმნელად მოსწავლეთა ერთი ჯგუფი გამოიყენებს სახაზავს და მისთვის დასაყრდენად შექმნილ ძელს. ისინი დადებენ ძელზე სახაზავს და იპოვიან საყრდენ წერტილს. ასეთ მარტივ მექანიზმს ჰქვია ბერკეტი. სახაზავის გასაწონასწორებლად მოკლე ბოლოსკენ ყოველთვის ერთნაირი საგნების მეტი რაოდენობაა საჭირო, ვიდრე გრძელისკენ.
მასწავლებელი განმარტავს, რომ მანძილს საყრდენი წერტილიდან იმ ადგილამდე, სადაც ჩამოკიდებულია ერთი საწონი ვუწოდოთ ბერკეტის ერთი მხარე, ხოლო მანძილს საყრდენი წერტილიდან იმ ადგილამდე,სადაც ჩამოკიდებულია მეორე საწონი ბერკეტის მეორე მხარე და აღნიშნავენ ლათინური ასოებით.ბერკეტის წონასწორობის წესია:
M1 * L1=M2 * L2
მოსწავლეთა ასაკი მე–4 კლასელები
ვადები: სამი დღე
პროექტის აქტივობები საკლასო საუბარი,მუშაობა სახელმძღვანელოში.პრაქტიკული სამუშაო წვილებში, პრაქტიკული სამუშაო ჯგუფებში.
( ბერკეტის წინასწორობა)
სასწავლო შედეგები დაკვირვება, მონაცემთა ჩაწერა, ინფორმაციის გაგება, ანალიზი, შეფასება.

Комментариев нет:

Отправить комментарий